დღეს დავამთევრეთ მუშაობა გეგმაზე და გადავამოწმეთ რა ხარისხით გვქონდა შესრულებული თითოეული პუნქტი. ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ google driver-ზე და შემდეგ ჩვენს ბლოგზე. საინტერესო და შრომატევადი დღე იყო. ხვალისთვის დავალებად გვაქვს კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენს პორტფოლიოს, და მოვემზადოთ პორტფოლიოს პრეზენტაციისთვის.
Friday, September 12, 2014
Thursday, September 11, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს გავარჩიეთ დიფერენცირებული სწავლება მოსწავლეთა წარმეტებისათვის , შევავსეთ კითხვარი, გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს ინტელის ბიბლიოთეკიდან და შევქმენით ნიმუში ჩვენი პროექტისთვის. საშინაო დავალებად გვაქვს შაბლონის(სამუშაო გეგმის) მოწესრიგება.
Sunday, September 7, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, გავეცანით Google დისკის შესაძლებლობებს და ვისწავლეთ დოკუმენტების გაზიარება. ვიმუშავეთ დიზაინზე და ბლოგზე სურათის ჩასმაზე გაჯეტად. საშინაო დავალებად გავაქვს სურათის ჩასმა გაჯეტში და სასწავლო პროცედურების შემუშავება Google დრაივერში. არ დამავიწყდეს პირადობის ქსერვასლი!!! დღეს ძალიან, ძალიან დავიღალეეე.
Saturday, September 6, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს შევქმენით და ავტვირთეთ პტეზენტაციები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბლოგზე Google Driver-ის საშუალებით, ვისწავლეთ გვერდების დამატება გაჯეტების გამოყენებით, გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის იურიდიულ მექანიზმებს.
Friday, September 5, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და შევიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე. და დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:
- რა ხდის სამყაროს ამოუცნობს?
თემატური კითხვები:
- გსმენიათ მისტიკური ამბები, რომელთაც თვლით რომ არ აქვს კავშირი სიმართლესთან?
- გადაგხდენიათ რაიმე უცნაური(დაუჯერებელი) ამბავი?
- რომელია ჩვენი საუკუნის ყველაზე პოპულარული საიდუმლოებით მოცული ამბავი?
- რომელი მისტიკური ამბავია რეალობასთან ახლოს და რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის?
შინაარსობრივი კითხვები:
- როგორ გააქტიურებთ საჭირო ენობრივ ცოდნას(ლექსიკურ მარაგს) და რა ენობრივ-გრამატიკულ სტრატეგიებს გამოიყენებთ მოცემულ კონტექსტში?
- როგორ გამოიყენებთ ძიებითი კითხვის ხერხებს სირთულეების დასაძლევად?
- რომელ ინდიკატორებს გამოიყენებთ ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად პრეზენტაციის ეფექტურად წარმართვისთვის?
Subscribe to:
Posts (Atom)