Sunday, August 31, 2014

მესამე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებზე, დავისახეთ სასწავლო მიზნები და გამოვკვეთეთ ჩვენი პროექტისთვის  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

პროექტის სასწავლო მიზნები


  • მოსწავლეები  შეძლებენ  ინფორმაციის მოპოვებას ელექტრონულ წყაროებში ან სახელძღვანოებში და საგაზეთო სტატიებში მოცემულ თემაზე Mystery Report საიდუმლოებით მოცული(უცნაური, მისტიკური ) ამბები. .განიხილავენ მოძიებულ ინფორმაციას, იმსჯელებენ, შეადარებენ სხვა ჯგუფების მიერ მოძიებულ  მასალებთან.
  •  ინტერნეტ ლექსიკონის დახმარებით თარგმნიან ახალ ლექსიკურ ელემენტებს, თანმიმდევრობით დაალაგებენ  ნათარგმნ იდეებს  ზუსტი ენობრივი სტრუქტურული მახასიათებლების  მიხედვით,  განუვითარდებათ კითხვის, წერის, მოსმენის სტრატეგიები . ლექსიკურად და გრამატიკულად დამუშავებულ თემებს  შეისწავლიან, ივარჯიშებენ  მონოლოგიური მეტყველების დახვეწაზე და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით წარადგენენ განმტკიცებულ მასალას პრეზენტაციის სახით.
  • შეადარებენ ერთმანეთის ნაშრომებს და გამოყოფენ (კლასიფიკაციას გააკეთებენ )თუ რომელი მოხსენებაა 1.ყველაზე საინტერესო, 2. ახლოს რეალობასთან. 3 დაუჯერებელი. .

Saturday, August 30, 2014

პირველი მოდულის შეჯამება

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, თუ რამდენად დამეხმარება ტექნოლოგიური რესურსები სასწავლო პროცესის სრულყოფილად  დაგეგმისთვის

მეორე დღის რეფლექსია

                   

დღეს მოვახდინეთ საკუთარი იდეების გენერირება, მოვუსმინეთ ერთმანეთს და სიტყვიერი კომენატარები მივაწოდეთ კოლეგებს საკუთარი შეხედულებები იდეების სრულყოპილებისთვის. ბლოგში მუშაობა ვისწავლეთ და ახალი პოსტების გამოქვეყნება, ვირტუალური კომენტარებით გამოვეხმაურეთ კონკრეტული კათედრები. შევადგინეთ ბრუშუერები. ძალიან შრომატევადი და ბევრის მომცემი იყო დღევანდელი დღე. ტრენერის თხოვნიტ შემდეგ ტრენინგზე უნდა მოვიტანოთ პირადობის ასლები.

ჩემი პროექტის იდეა

უცხო ენის შესწავლისთვის და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისთის მნიშვნელოვანია მოსწავლე ფლობდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ენის საბაზისო უნარ-ჩვევებს და ასევე  შეეძლოს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება  კვლევის, მუშაობის პროცესისა და დასრულებული სახით პრეზენტაციის წარსადგენად. ჩემს მიერ შემუშავებული პროექტი, ვფიქრობ  დამეხმარება საგაკვეთილო პროცესში აღნიშნული უნარების გამოყენება-განვითარებაში და შევძლებ მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში. ისინი  მოიძიებენ საიდუმლოებებით მოცულ  , უცნაურ, მისტიკურ თემებს(მაგ: თოვლის კაცი, მაიმუნის მსგავსი ადამიანი, ცხოველების და ფრინველების მიგრაცია, ბაყაყები და თევზები, რომლების ციდან წვიმასავით ცვივა და ა. შ) სახელმძღვანელოებიდან ან საგაზეთო სტატიებიდან და ინტერნეტ წყაროებიდან, თარგმნიან ქართულიდან ინგლისურად  ან წაიკითხავენ ინგლისურიდ და მოძიებულ მასალას დაალაგებენ ენობრივად გამართულად, შეადარებენ ერთმანეთის ნაშრომებს და გამოყოფენ (კლასიფიკაციას გააკეთებენ) თუ რომელი მოხსენებაა 1.ყველაზე საინტერესო, 2. ახლოს რეალობასთან. 3 დაუჯერებელი.