დღეს დავამთევრეთ მუშაობა გეგმაზე და გადავამოწმეთ რა ხარისხით გვქონდა შესრულებული თითოეული პუნქტი. ჩვენი პორტფოლიო ავტვირთეთ google driver-ზე და შემდეგ ჩვენს ბლოგზე. საინტერესო და შრომატევადი დღე იყო. ხვალისთვის დავალებად გვაქვს კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენს პორტფოლიოს, და მოვემზადოთ პორტფოლიოს პრეზენტაციისთვის.
Friday, September 12, 2014
Thursday, September 11, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს გავარჩიეთ დიფერენცირებული სწავლება მოსწავლეთა წარმეტებისათვის , შევავსეთ კითხვარი, გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს ინტელის ბიბლიოთეკიდან და შევქმენით ნიმუში ჩვენი პროექტისთვის. საშინაო დავალებად გვაქვს შაბლონის(სამუშაო გეგმის) მოწესრიგება.
Sunday, September 7, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, გავეცანით Google დისკის შესაძლებლობებს და ვისწავლეთ დოკუმენტების გაზიარება. ვიმუშავეთ დიზაინზე და ბლოგზე სურათის ჩასმაზე გაჯეტად. საშინაო დავალებად გავაქვს სურათის ჩასმა გაჯეტში და სასწავლო პროცედურების შემუშავება Google დრაივერში. არ დამავიწყდეს პირადობის ქსერვასლი!!! დღეს ძალიან, ძალიან დავიღალეეე.
Saturday, September 6, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს შევქმენით და ავტვირთეთ პტეზენტაციები მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბლოგზე Google Driver-ის საშუალებით, ვისწავლეთ გვერდების დამატება გაჯეტების გამოყენებით, გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის იურიდიულ მექანიზმებს.
Friday, September 5, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე და შევიმუშავეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე. და დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:
- რა ხდის სამყაროს ამოუცნობს?
თემატური კითხვები:
- გსმენიათ მისტიკური ამბები, რომელთაც თვლით რომ არ აქვს კავშირი სიმართლესთან?
- გადაგხდენიათ რაიმე უცნაური(დაუჯერებელი) ამბავი?
- რომელია ჩვენი საუკუნის ყველაზე პოპულარული საიდუმლოებით მოცული ამბავი?
- რომელი მისტიკური ამბავია რეალობასთან ახლოს და რამდენად დამაჯერებელია თქვენთვის?
შინაარსობრივი კითხვები:
- როგორ გააქტიურებთ საჭირო ენობრივ ცოდნას(ლექსიკურ მარაგს) და რა ენობრივ-გრამატიკულ სტრატეგიებს გამოიყენებთ მოცემულ კონტექსტში?
- როგორ გამოიყენებთ ძიებითი კითხვის ხერხებს სირთულეების დასაძლევად?
- რომელ ინდიკატორებს გამოიყენებთ ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად პრეზენტაციის ეფექტურად წარმართვისთვის?
Sunday, August 31, 2014
მესამე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებზე, დავისახეთ სასწავლო მიზნები და გამოვკვეთეთ ჩვენი პროექტისთვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
პროექტის სასწავლო მიზნები
- მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის მოპოვებას ელექტრონულ წყაროებში ან სახელძღვანოებში და საგაზეთო სტატიებში მოცემულ თემაზე Mystery Report საიდუმლოებით მოცული(უცნაური, მისტიკური ) ამბები. .განიხილავენ მოძიებულ ინფორმაციას, იმსჯელებენ, შეადარებენ სხვა ჯგუფების მიერ მოძიებულ მასალებთან.
- ინტერნეტ ლექსიკონის დახმარებით თარგმნიან ახალ ლექსიკურ ელემენტებს, თანმიმდევრობით დაალაგებენ ნათარგმნ იდეებს ზუსტი ენობრივი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით, განუვითარდებათ კითხვის, წერის, მოსმენის სტრატეგიები . ლექსიკურად და გრამატიკულად დამუშავებულ თემებს შეისწავლიან, ივარჯიშებენ მონოლოგიური მეტყველების დახვეწაზე და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით წარადგენენ განმტკიცებულ მასალას პრეზენტაციის სახით.
- შეადარებენ ერთმანეთის ნაშრომებს და გამოყოფენ (კლასიფიკაციას გააკეთებენ )თუ რომელი მოხსენებაა 1.ყველაზე საინტერესო, 2. ახლოს რეალობასთან. 3 დაუჯერებელი. .
Saturday, August 30, 2014
პირველი მოდულის შეჯამება
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში, თუ რამდენად დამეხმარება ტექნოლოგიური რესურსები სასწავლო პროცესის სრულყოფილად დაგეგმისთვის
მეორე დღის რეფლექსია
დღეს მოვახდინეთ საკუთარი იდეების გენერირება, მოვუსმინეთ ერთმანეთს და სიტყვიერი კომენატარები მივაწოდეთ კოლეგებს საკუთარი შეხედულებები იდეების სრულყოპილებისთვის. ბლოგში მუშაობა ვისწავლეთ და ახალი პოსტების გამოქვეყნება, ვირტუალური კომენტარებით გამოვეხმაურეთ კონკრეტული კათედრები. შევადგინეთ ბრუშუერები. ძალიან შრომატევადი და ბევრის მომცემი იყო დღევანდელი დღე. ტრენერის თხოვნიტ შემდეგ ტრენინგზე უნდა მოვიტანოთ პირადობის ასლები.
ჩემი პროექტის იდეა
უცხო ენის შესწავლისთვის და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისთის მნიშვნელოვანია მოსწავლე ფლობდეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ენის საბაზისო უნარ-ჩვევებს და ასევე შეეძლოს ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება კვლევის, მუშაობის პროცესისა და დასრულებული სახით პრეზენტაციის წარსადგენად. ჩემს მიერ შემუშავებული პროექტი, ვფიქრობ დამეხმარება საგაკვეთილო პროცესში აღნიშნული უნარების გამოყენება-განვითარებაში და შევძლებ მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში. ისინი მოიძიებენ საიდუმლოებებით მოცულ , უცნაურ, მისტიკურ თემებს(მაგ:
თოვლის კაცი, მაიმუნის მსგავსი ადამიანი, ცხოველების და ფრინველების მიგრაცია, ბაყაყები
და თევზები, რომლების ციდან წვიმასავით ცვივა და ა. შ) სახელმძღვანელოებიდან ან საგაზეთო სტატიებიდან და ინტერნეტ
წყაროებიდან, თარგმნიან ქართულიდან ინგლისურად
ან წაიკითხავენ ინგლისურიდ და მოძიებულ მასალას დაალაგებენ ენობრივად გამართულად,
შეადარებენ ერთმანეთის ნაშრომებს და გამოყოფენ (კლასიფიკაციას გააკეთებენ) თუ რომელი მოხსენებაა 1.ყველაზე საინტერესო, 2. ახლოს რეალობასთან.
3 დაუჯერებელი.
Subscribe to:
Posts (Atom)